მთავარი » 2014 » სექტემბერი » 23 » ირაკლი დეისაძე - სიგიჟით მეცანი / irakli deisadze - sigijhit mecani
4:49 PM ირაკლი დეისაძე - სიგიჟით მეცანი / irakli deisadze - sigijhit mecani
|
მივარდნილ ადგილებს უსახო ნიშნული
უდგია ნებიერ, ანთებულ ჩირაღდნად...
რა ბოღმა? ვინ გითხრა? საიდან? რის შური?
უბრალოდ ბოროტი შემბოჭავ ხშირად და
დორბლნადენ ბაგეებს სადუჟედ შემიგრეხ,
რომ სული ბობოქარ დინებას ატანო;
რა? განა არ ვიცი? იმ ხესთან შენ იდექ
და როგორც პირველ კაცს, მეც გინდა მახარო
ღმერთისგან წასვლა და მანძილი საშინელ
სიშორედ აქციო მიღმიერ წყაროსგან;
დღეს დიდი ზღვარია ამ დროს და მაშინდელ
განცდასთან, ამიტომ ზეციდან წამოსვლა
გამოცდილ ბუნებას არ ძალუძს მიამიტ
პირბჩენით, შეუძლის მარტოდენ მრჩევლობით,
მიზეზიც ეს არის, გადავრჩი მე ამით,
რომ არსით არ ვმყოფობ ქვესვლითი მძევლობით.
და დღეს, თუ საშინელ, უსახო ნიშნულთან
ნებიერ ჩირაღდნად აენთე მეცარი,
შურთან და ბოღმასთან სიმწირით მისულთან
მოველ და წარსულის სიგიჟით მეცანი.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1095 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: ირაკლი დეისაძე, ირაკლი დეისაძის ლექსები, irakli deisadzis leqsebi, irakli deisadze, ირაკლი დეისაძის შემოქმედება, ირაკლი დეისაძის პოეზია, poezia, shemoqmedeba
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0
|
|