მთავარი » 2014 » სექტემბერი » 23 » ირაკლი დეისაძე - რა მწამდეს ასეთ სამყაროსი?! / irakli deisadze - ra gtsamdes aset samkarosi?!
4:52 PM ირაკლი დეისაძე - რა მწამდეს ასეთ სამყაროსი?! / irakli deisadze - ra gtsamdes aset samkarosi?!
|
მიჯობდა სამიწეთს შიგ გულში ვწვენოდი.
სნეულთა სახლებში მეწადა აღაპი,
დრო–სივრცის გმირებს, რომ ზნედ გადავწეროდი
ამისთვის მოვკვდი და ცასავით დავღამდი.
მინდოდა ქვეშეთის თავადი ნაგველი
ქვეყანას ეცნო და ასეთი ბოგანო
არავის მიეღო, მაგრამ დღეს არ ველი
ამათგან არაფერს, რადგანაც ყოფა, რომ
უქციეს სამონე დინებად მდინარის
ხმასრული არავინ აღმჩნდა მათგანი,
და ანდაც მათ შორის ვაჟკაცი ვინ არის?
არ ვიცი, ბევრი კი ვიცი, რომ ნამთქნარი
ცხოვრებით იბრძვის და ავადმყოფ–ლოგინობს,
მათ სულს კი ნაგველი პულტისებრ განაგებს,
მათშივე სახლობს და როგორც სურს ბოგინობს,
გულისკარს ფეხებით ათასჯერ განაღებს
უმოწყალ ღრჭიალით აღებს და ნასუფრალ
სურვილებს სუფრად შლის შინაგან განცდაში.
ბოგანო მათშივე მათითვე გასუქდა,
რადგანაც ვერ იგრძნეს გამოხსნა ჯვარცმაში.
და როგორ? რა მწამდეს ასეთ სამყაროსი?
რომელიც გაცვეთილ ფრაზების გვერდია,
აქ, სადაც ჯვარცმულის კვართი და სამოსი
სისხლგაჟღენთილი და ისევე ნედლია.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1055 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: shemoqmedeba, poezia, ირაკლი დეისაძის პოეზია, ირაკლი დეისაძის შემოქმედება, irakli deisadze, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძის ლექსები, ირაკლი დეისაძე
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|