Загрузка...
ირაკლი დეისაძე - სანამ... / irakli deisadze - sanam... - 23 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:15 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 23 » ირაკლი დეისაძე - სანამ... / irakli deisadze - sanam...


4:54 PM
ირაკლი დეისაძე - სანამ... / irakli deisadze - sanam...
თუ შენში შიში მკვდრეთით აღსდგა, მაშინ კარშიკი

შეგბოჭავს გონს და ეს მარწუხი ლეშივით გათრევს

იქამდე, სანამ სიგიჟესთან შენი არშიყი

არ გამყარდება, მერე გაშლილს კაცურად მაგ მხრებს



მოგამტვრევს, მოგხრის, გიჩიავებს სხეულს და შიში

აგეკიდება, დაგჩემდება დევიზის მსგავსად,

გაშორდი შიშეთს, სანამ შიშში შიშველი იშვი,

სანამ საშველი და სიმშვიდე გექნება არსად.



დაძლიე იგი და სიკვდილში სიკვდილი დაგმე,

ერთი სიცოცხლე, ერთი ბრძოლა, ესაა ხვედრი,

რომელიც ერთხელ მოგვეცემა ამ წამს და აქვე,

ბეჩავი ადგილს სამკვიდროში დაიდებს ვერც კი.



დაძლიე შიში, ხველებიდან დღე გამოცარი,

სუნთქვა აკმიე დედამიწის ცისფერ მანტიას,

სანამ დაგებნა პლანეტების კრიალოსანი,

სანამ ღრუბლები დამწუხრებას მოუფანტია.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1096 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ირაკლი დეისაძის პოეზია, ირაკლი დეისაძის შემოქმედება, irakli deisadze, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძის ლექსები, ირაკლი დეისაძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0