Загрузка...
ირაკლი დეისაძე - ჩემს პოეზიას... / irakli deisadze - chems poezias... - 23 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-11-24, 8:11 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 23 » ირაკლი დეისაძე - ჩემს პოეზიას... / irakli deisadze - chems poezias...


4:58 PM
ირაკლი დეისაძე - ჩემს პოეზიას... / irakli deisadze - chems poezias...
პოეზიაში რთული ვარ და ვერ მივსდევ მარტივს,
და ეს სირთულე შემბრკოლები ვინმეს თუ კია
პირადად ჩემთვის, ჩემი ლექსი კაპიკიც არ ღირს,
არ ვწერ სახოტბოდ რადგანაც და არ მსურს დუქია.


დასაკარგავი არც რა მაქვს და შემძლები სიტყვის
ქარცეცხლში ვაქცევ უზნეოს და ყოველგვარ მრუდეს,
ვიღაც სულელი ერს და ბერს და ცხოვრებას მირყვნის,
ჩემს პოეზიას კი მხილება საფუძვლად უდევს.


ჩემთვის პოეტი სიბასრეა, არეულ ყოფის
სანათურია, თუ კი ირგვლივ ფერი მუქია,
არ ვერიდები ამხედრებით მოქნევას ჯოხის,
არ ვწერ სახოტბოდ რადგანაც და არ მსურს დუქია.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1221 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ირაკლი დეისაძის პოეზია, ირაკლი დეისაძის შემოქმედება, irakli deisadze, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძის ლექსები, ირაკლი დეისაძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0