Загрузка...
ირაკლი დეისაძე - დედამიწას, უთვალავ არდის გავლას რომ ჩემობს... / irakli deisadze - dedamitsas, utvalav ardis gavlas rom chemobs... - 23 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:43 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 23 » ირაკლი დეისაძე - დედამიწას, უთვალავ არდის გავლას რომ ჩემობს... / irakli deisadze - dedamitsas, utvalav ardis gavlas rom chemobs...


5:00 PM
ირაკლი დეისაძე - დედამიწას, უთვალავ არდის გავლას რომ ჩემობს... / irakli deisadze - dedamitsas, utvalav ardis gavlas rom chemobs...
დავდგები ღრუბლს და დაუღლელად დავუთვლი ნაღველ

წართმეულ შვილებს დედამიწას, უთვალავ არდის

გავლას რომ ჩემობს და არც იცის, თოკები დაღრღნეს

მასზე მცხოვრებმა ვირთხებმა და საფლიდე ფარდის



მიღმა მომსხდარან სათათბიროთ, თუ როგორ უყონ

ბოროტი. სიტყვა შემხმარია ნამუსრევ ბაგეს.

მას კი ჰგონია, რომ ეპოქა ყოველმხრივ სრულყო

და ეს წინსვლები, კაცობრივი, სიცოცხლეს არგებს.



არგებდა კიდეც, მაგრამ ახლა ბევრია დიმოსს

ნაჩვევი. ყალბი სისრულიდან იშვება ზიზღი.

უარმყოფელნი უარყოფენ პურსა და ღვინოს

გამომხსნელად და ნაცვლად, მართლაც ბედნიერ წინსვლის



უკუსვლის ჩარხში გამოთალეს გამყოფი ძელი,

ორ ყოფნას შორის მოათავსეს და თუ კი უყვეს

ბოროტი მშიერ ეპოქას და წაართვეს ძველი,

დარწმუნდებიან კიდეც, რომ მათ ყოველი სრულყვეს



იმ სისრულითვე, რა სისრულეც ღმერთისგან მოდის.

მე კი, ღრუბლებზე შემოვჯდები, დავთვლი დაუღლელ

ამ უმსგავსობას, გამდგარი და ნაბრიყვი მოდგმის,

რომელთაც სული, ამ ეპოქის სულთან აუღლეს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1015 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ირაკლი დეისაძის პოეზია, ირაკლი დეისაძის შემოქმედება, irakli deisadze, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძის ლექსები, ირაკლი დეისაძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0