Загрузка...
ირაკლი დეისაძე - დროება აშარი / irakli deisadze - droeba ashari - 23 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 11:01 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 23 » ირაკლი დეისაძე - დროება აშარი / irakli deisadze - droeba ashari


5:02 PM
ირაკლი დეისაძე - დროება აშარი / irakli deisadze - droeba ashari
ღამით მთვლემ განზრახვით მიჰყვება კაბალურ

მოძღვრებას და თან გმობს, ბაალის გინგილა

მოხვია წარსულის სიცრუით დაღალულ

ახალბედ თაობას და თუ კი იგრილა



მიშვებით დროებამ შუბლი, მით ღვთიური

შეკეტა სარწმუნოთ ჩაკეტილ ციხეს და

ახლა თქმაც ძნელია, ასე მისტიური

ჭრილობა ბებერ წლებს სულ გაუმიზეზდა.



ან რისთვის ბობოქრობს დროება აშარი?

მყვარივით ყიყინებს და უფსკრულ ამონებს

თაობას, რომელიც კლდე არის ნაშალი

და გაუთელია სიგიჟის მამონებს,



ისეთი თელვით, რომ სუიციდნარევი

ქვემძრომი ძალადობს ყოველგვარ თემას და

არავინ არ მოჩანს ტანჯვაში ჩამრევი,

ისევე იმედი, თუ გაუთერმოსდა



ალალ გულს. ნაბიჯი მართლაა უკუ. თუმც

მისტიკამ მიმწუხრი ათასჯერ ისხლიტა,

მაინც ვერ იმეტებს დროისთვის მუჯლუგუნს,

დროისთვის, რომელიც ცდილობს, რომ ლიფსიტა



ღამით მთვლემ განზრახვით მიანდოს კაბალურ

მოძღვრებას, არაფერს არ დარდობს აშარი,

წყვდიადში მიათრევს ყველაფრით დაღალულ

თაობას, კლდესავით, რომ არის ნაშალი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1130 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ირაკლი დეისაძის პოეზია, ირაკლი დეისაძის შემოქმედება, irakli deisadze, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძის ლექსები, ირაკლი დეისაძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0