მთავარი » 2014 » სექტემბერი » 23 » ირაკლი დეისაძე - ეგზეგეზა / irakli deisadze - egzegeza
5:05 PM ირაკლი დეისაძე - ეგზეგეზა / irakli deisadze - egzegeza
|
ერთი კომეტა და ქვესკნელს შენერწყვდები შენი მიწიანა,
ქაოსს უტაციხარ, გამასპინძლებული დროის ხარ სტუმარი,
ე, მაგ ქედმაღლობამ და მაგ სიამაყემ გაგაბიწიანა,
გმობის ფერწერაა შენი უსახური ფიქრის სასთუმალი.
დროს რად აყოლილხარ? დრო მებადურია, ბრიყვთა მესალიკე,
ყველა ლაჩარის და დაუღვინებელის ტკბობა. აზარმაცი
უნდა გადაგარტყას კაცმა სიბრიყვისთვის. როცა შენსავითვე
მიწაც დაიჩოქებს, მაშინ მიხვდები, თუ რა ხმა აზარბაზნე,
თუ რა სიმდაბლეა იწვე გართხმული და მხოლოდ აბრამიან
სიტკბოს შეზარხოშდე. ე, მაგ სითამამემ გაგაბიწიანა.
აი, ეს სამყარო, ღმერთის სიყვარულის წმინდა ნაგრამია.
ერთი კომეტა და ქვესკნელს შენერწყვდები შენი მიწიანა.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1394 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: shemoqmedeba, poezia, ირაკლი დეისაძის პოეზია, ირაკლი დეისაძის შემოქმედება, irakli deisadze, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძის ლექსები, ირაკლი დეისაძე
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0
|
|