Загрузка...
ირაკლი დეისაძე - გზა / irakli deisadze - gza - 23 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-11-24, 8:16 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 23 » ირაკლი დეისაძე - გზა / irakli deisadze - gza


5:06 PM
ირაკლი დეისაძე - გზა / irakli deisadze - gza
გზა აღმართულა, გავსცქერი და მოჩანს დილემა,

თავსვე ჩავძახე- ალბათ გზაა ცად აღმართული,

თორე მიჯნაა საწყისებთან სულის მილევა,

უსისხლობაა ოხერი და გადაძარღვული.



შორია გზა და ბოლო არის მისი ისეთი,

რომ შემზარავი ხასიათით მოჰგავს ტაიჭს და

საკმარისია! დრო რას მიზამს, წლების მიმცვეთი?

მაშინ, როდესაც სული უკვე იქით გაიჭრა,



სადაც აღდგომა მარადისის არის ბერკეტი

(ხსნა ყველასათვის შესაძლოა, რადგან უფალო

ჯვარცმული ხარ.) და ახლა, როგორც გინდა შემკეტე,

გამოხსნილი ვარ, იმ პირველი ცოდვით უბრალო.



მე, გზაზე მივალ, უკუნია, ზეცაა შლეგი,

მრუდი გზებია ჯვარედინად, სისწორის ნაცვლად.

ღმერთი მეძახის- დასრულდი და საწყისში შედი...

ვხვდები, რომ ღირდა ეს ყოველი იმ წლების ძარცვად,



რომლებიც ჩემი ზმანებიდან ავხორცნი ჩანდნენ,

გავდნენ სიმწარეს ტკივილიანს, უშნოს და ირიბს.

ხორცი ვაგვამე და მისსავე საწყისში ჩავდე,

რადგან სიცოცხლე, თვით სიკვდილის ფასადვე მიღირს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1092 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ირაკლი დეისაძის პოეზია, ირაკლი დეისაძის შემოქმედება, irakli deisadze, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძის ლექსები, ირაკლი დეისაძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0