Загрузка...
ირაკლი დეისაძე - სამყარო შიშით ბატონია... / irakli deisadze - samkaro shishit batonia... - 23 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:45 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 23 » ირაკლი დეისაძე - სამყარო შიშით ბატონია... / irakli deisadze - samkaro shishit batonia...


5:07 PM
ირაკლი დეისაძე - სამყარო შიშით ბატონია... / irakli deisadze - samkaro shishit batonia...
იქნებ ოდესმე შენც გამოძვრე სივრცის გვალვიდან,

და მეც, ამყოლი შფოთიანი, ბოლომდე მოგყვე,

მარტოც შევძლებდი, მიტოვება შენი არ მინდა,

არ მინდა მარტო დარჩე, მერე ამათგან მოკვდე.



სამყარო შიშით ბატონია, ამბოხი არ სურს

ჩვენი და ყველას იმიტომაც გვიმხედრებს, თორე

ღმერთკაცს, სახსნელად მოსულს, ჩვენი ხელიდან ჯვარცმულს

ვერ დავუშავებთ ვერც ვერაფერს. ფეხებით ქოლე



მაცდური მიწა, გვეუბნება- ღმერთს მოკლავ მაგით...

სტყუის! სიკვდილი სამისოა და ასე ფერად-

ფერადი სვლებით თვალახვეულთ გვიმონებს ძალით

და მორჩილებას ბრმას გვიმკვიდრებს წესად და ჩვევად.



მხედარი ღმერთის ამ სივრციდან გააღწევ, იცავ

რადგანაც ჩვილის სიყვარულს და ბოღმისგან მსკდარი

ვერ დაგიმონებს ვერასოდეს უძლური მიწა,

მკვლელი არა და თავის თავით უთუოდ მკვდარი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1177 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ირაკლი დეისაძის პოეზია, ირაკლი დეისაძის შემოქმედება, irakli deisadze, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძის ლექსები, ირაკლი დეისაძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0