Загрузка...
ირაკლი დეისაძე - სიბერის ლექსი / irakli deisadze - siberis leqsi - 23 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:48 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 23 » ირაკლი დეისაძე - სიბერის ლექსი / irakli deisadze - siberis leqsi


5:07 PM
ირაკლი დეისაძე - სიბერის ლექსი / irakli deisadze - siberis leqsi
დავბერდი. არც თვალ, არც ყურ და არც ხელ

მმორჩილობს, დავალ მარტოკა კანკალ,

სიკვდილის პირს ვარ და მაინც გამხელ,

როგორც სიცოცხლეს, მერე ამ დამპალ



გზაჯვარედინებს გავცქერი უკან,

წარსული წასულ წყვეტილებს მავნე

ჩვევებით მახვევს თავს, ხო და მკურნალ

ოცნებად გამხელ. მინდა, რომ გგავდე



სათნოს. ამ ბოროტ ბორგვაში ნამყოფ

კაცს დამრჩენიხარ ნუგეშად ერთად–

ერთი ქალი და ცხოვრებას არ ვყოფ

ცუდ–კარგ კადრებად, მიდგახარ მედგრად



გვერდით, გეფერო მინდა სულ. ამ ხელ

წართმეულს სული მიდგია შენით,

სიკვდილის პირს ვარ და მაინც გამხელ,

როგორც სიცოცხლეს. ოხ რა რიგ შვენი



ყოფიერ სურვილს.მიყვარხარ ყველა

ცოცხალზე მეტად, შეგწირე ტარიგ

ამ დამპალ ყოფას. შენ, სუნთქვის ხელა

ქალი მიყვარხარ, მიყვარხარ რარიგ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1785 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ირაკლი დეისაძის პოეზია, ირაკლი დეისაძის შემოქმედება, irakli deisadze, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძის ლექსები, ირაკლი დეისაძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0