Загрузка...
ირაკლი დეისაძე - შეშლილი, რადგან... / irakli deisadze - sheshlili, radgan... - 23 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:08 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 23 » ირაკლი დეისაძე - შეშლილი, რადგან... / irakli deisadze - sheshlili, radgan...


5:09 PM
ირაკლი დეისაძე - შეშლილი, რადგან... / irakli deisadze - sheshlili, radgan...
შეშლილხარ ჩემო, შეუშლიხარ ჭკუიდან დარან

ჩახერგილ სივრცეს. სიმართლეა, ჭაობში შევალ,

რადგანაც სიზმრის ალქაჯები ბურანში დგანან

და მათი სიზმრის რეჟისორი უთუოდ მე ვარ.



შეშლილხარ ჩემო, გადაგყრია სხეულზე დენთი,

რომ გიზგიზს მისცე თავი. შორით ღმერთები სდუმან,

რადგან მათ შორის არცერთია ნამდვილი ღმერთი,

მათი ღმერთობის სცენარისტი მე ვარ და ცრუ ვარ.



შეშლილხარ. ვახ, რომ ეგ სიგიჟე ჩემიდან მიგაქვს

შენთან და ჩემით სულ გადაღლილს გიყვარვარ. ლოდინ

წართმეულს სრული შეშლილობის სიზმრებით გძინავს,

გაჩემნაირდი უკვე შენც და თამამად მოდი,



რომ შეშლილ ბურანს სიფხიზლისკენ ავუღოთ გეზი

და სრული სიღრმე ავითვისოთ, რადგანაც ძენძა

სამყარო შეშლის ალქაჯებმა და ასე ვეზირ

წართმეულ მეფის ტახტი სრულმა სიგიჟემ შეძრა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1162 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ირაკლი დეისაძის პოეზია, ირაკლი დეისაძის შემოქმედება, irakli deisadze, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძის ლექსები, ირაკლი დეისაძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0