Загрузка...
ირაკლი დეისაძე - მეტამორფოზი / irakli deisadze - metamorfozi - 23 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:08 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 23 » ირაკლი დეისაძე - მეტამორფოზი / irakli deisadze - metamorfozi


5:10 PM
ირაკლი დეისაძე - მეტამორფოზი / irakli deisadze - metamorfozi
მე, მწუხარებამ მომტეხა ფრთები, ვფრენდი აისის

იდუმალ ჩქერში და კაეშნის კავი ბობოლა

ვერ მიტაცებდა. მიწამ ფრენის განა რა იცის?

ან რა აზრი აქვს, რომ დავიწყო მისთვის მოყოლა



იმის, თუ როგორ ვაშორებდი მიწიდან სუსხით

გათოშილ ფეხებს ზეცამდე და დავყავდი ზეცას,

ვით ემბრიონი დაყავს დედას გამთბარი მუცლით.

ახლა უფრთო ვარ და მწუხარი ძაძები მეცვას



უნდა მანამდის, სანამ ლოდინ დაღლილი ზარვა

არ მივემსხვრევი უმზეობის გაყინულ ზღუდეს,

სწორედ, რომ ფრთები მომაგლიჯა ავყია ჟამმა,

ჟამმა, რომელიც ღირსია, რომ უსაზღვროდ მძულდეს,



მაგრამ არ ძალმიძს შევიძულო. თუმცა აისის

იდუმალება მენატრება. კავი ბობოლა,

კაეშნის, მღლის და მაინც, მიწამ განა რა იცის?

რომ მას დავუწყო, მწუხარე ჟამს, ამბის მოყოლა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1248 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ირაკლი დეისაძის პოეზია, ირაკლი დეისაძის შემოქმედება, irakli deisadze, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძის ლექსები, ირაკლი დეისაძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0