Загрузка...
ირაკლი დეისაძე - მმივალ გლეხურად / irakli deisadze - mival glekhurad - 23 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:06 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 23 » ირაკლი დეისაძე - მმივალ გლეხურად / irakli deisadze - mival glekhurad


5:11 PM
ირაკლი დეისაძე - მმივალ გლეხურად / irakli deisadze - mival glekhurad
მერე რა, თუ კი მთაგორიან, დაგრაგნილ, გრეხილ

გზას შევმდგარვარ და ყოველგვარი ზრახვაა გრიგალ

ნაბურთავები? არაუშავს, ვარ რადგან გლეხი,

გლეხური რჯულით და სინდისით მომავალს მივალ.



მკრთალია შუქი ღამეული, ვით ლევნა სუნთქვის

და სული, ხორცში სახლეული, ნაჩვევი ბორგვილ

საწუთროს, ყივის, ენატრება სამკვიდრო უფლის,

რომელიც ნუგეშს, სიმშვიდეს და სიხარულს მოჰგვრის.



ნახირობს ხალხი, დაემსგავსა მიწაც რა ბოსელს,

თავგაყიდული, ნაყროვანი ავყიობს ღმერთზე.

ისევე, როგორც ამადლიდნენ გამოხსნას მოსეს,

ღმერთს ამადლიან ჯვარცმასა და რაღა ვთქვა მეტზე?



მეტში ქაოსი ჯადოქრობს და იმატა გრეხილ

გზის მწვერვალებამ. ყოველგვარი ზრახვაა გრიგალს

შენახეთქი. ეჰ, არაუშავს, ვარ რადგან გლეხი,

გლეხური რჯულით და სინდისით უფალთან მივალ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1003 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ირაკლი დეისაძის პოეზია, ირაკლი დეისაძის შემოქმედება, irakli deisadze, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძის ლექსები, ირაკლი დეისაძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0