მთავარი » 2014 » სექტემბერი » 23 » ირაკლი დეისაძე - ლანდებთან / irakli deisadze - landebtan
5:12 PM ირაკლი დეისაძე - ლანდებთან / irakli deisadze - landebtan
|
მზის ჩასვლა რადგან ქაოსია ვკეტავ დარაბებს,
თვალს ლიბრი კვესავს, ჩააღამდა მზერას დანდალუკ
ნაჯერი სივრცე. ლანდებს შუა ვყვები არაკებს
მომავალზე და წარსულიდან ვეძებ აკრძალულ
ამბებს, რომლებიც ღამის მიღმა, სილურჯის ცხედარ
დაგლეჯილ შვილებს გარდახდათ და (ვშველი რა სუნთქვას)
ღრმა რწმენით ვთიშავ კაპიკლარებს. ლანდები სხედან
რადგანაც ირგვლივ,მეც ვახორცებ ამბების ზუთხვას
სულთან, ან გონთან. ქაოსია. ბებერი დილა
არ ჩანს რა, აზრი საწყვდიადე დილეგში ბუდობს,
ამაყად მზირალ და აჯაგრულ ლანდებთან ვზივარ
და ენა ათას მონაჭორს და ნაჭირალს უბნობს.
რიჟრაჟი. მხოლოდ სულნაკლული ვიღვიძებ რადგან,
ალიონ ნარევ სიბნელეში ვაღებ დარაბებს.
ქაოსი. მთელი შემართება ლანდებთან დადგა
და კვალში ჩამდგარ წარსულიდან ყვება არაკებს.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1169 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: shemoqmedeba, poezia, ირაკლი დეისაძის პოეზია, ირაკლი დეისაძის შემოქმედება, irakli deisadze, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძის ლექსები, ირაკლი დეისაძე
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|