მთავარი » 2014 » სექტემბერი » 23 » ირაკლი დეისაძე - პარადოქსი / irakli deisadze - paradoqsi
5:12 PM ირაკლი დეისაძე - პარადოქსი / irakli deisadze - paradoqsi
|
აჰა, კი ბატონო, შენი არსობა და შენი ინერტული
სუნთქვა უჰაერო სივრცის მონტაჟისტმა ისე აგრიფონა,
რომ გზა მიგეგრაგნა. მოგაქვს ეპოქა და ისიც ისე მტრული,
სულის დარაბებთან წყვდიადს რომ მობელავს. მიკვირს სად გიპოვა
ე, მაგ ნაძირლობამ, ე, მაგ უმსგავსობამ? დღესაც ბალღობენ რა,
ჩემთვის საშიშია, შეძვრე ამ სამყაროს, ისეც ნაქიმერალ
ტვინში. საზიანოდ ნაქაოსებსა და ჭირში ძალ მომღერალ
აზრებს ვემიჯნები, ხო და რა ვიმღერო? რის? ან რა სიმღერა?!
თავზე ჩამოლეწილ ზეცის ბატონია შუ, თუ ჰელიოსი.
თავი ამოვწურე, მიღმი მსვლელობაა ჩემთვის იდილია.
ადრე მითიური, ახლა ჭეშმარიტი ღმერთი შევიმოსე
და ხსნას მივაგენი, რომლის გრადაციის ხიბლიც სიკვდილია.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1133 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: shemoqmedeba, poezia, ირაკლი დეისაძის პოეზია, ირაკლი დეისაძის შემოქმედება, irakli deisadze, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძის ლექსები, ირაკლი დეისაძე
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0
|
|