Загрузка...
ირაკლი დეისაძე - მარტივი წერილი / irakli deisadze - martivi tserili - 23 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:08 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 23 » ირაკლი დეისაძე - მარტივი წერილი / irakli deisadze - martivi tserili


5:14 PM
ირაკლი დეისაძე - მარტივი წერილი / irakli deisadze - martivi tserili
გწერ წერილს, ჩემო მზიანო,

სასიყვარულო წერილს,

ამ გრძნობამ დააზიანა

ჩემში სტატუსი მწერლის.

ახლა ნადირზე დაგეშილ

უშნოს მოვგავარ მწევარს,

რად მინდა, მე, შენს გარეშე

მრუდე სამყარო, მწერალს.

გზა ამერია, უხეში

ვერ გაუკვალავთ დროებს,

მჭირდება შენგან ნუგეში

სიკვდილის მძებნელ პოეტს.

ვარ ხატოვნება სიწმინდის

გაურკვეველი ლანდის,

ჩემი გზა ალბათ იქ მიდის

სადაც სახლია დარდის.

სწორედ ამიტომ მინდება

შენგან ნუგეში მწერალს,

ვგავარ, რადგანაც ბინდდება,

ბინდზე დაგეშილ მწევარს.

ვგავარ ფერხთმორთხმულ სიგიჟეს

და ფერგადახდილ დროებს,

მიწა, რომ გულზე მიბიჯებს,

მიტომ მჭირდები პოეტს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1145 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ირაკლი დეისაძის პოეზია, ირაკლი დეისაძის შემოქმედება, irakli deisadze, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძის ლექსები, ირაკლი დეისაძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0