Загрузка...
ირაკლი დეისაძე - უყვარდე პოეტს... / irakli deisadze - ukvarde poets... - 23 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:11 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 23 » ირაკლი დეისაძე - უყვარდე პოეტს... / irakli deisadze - ukvarde poets...


5:17 PM
ირაკლი დეისაძე - უყვარდე პოეტს... / irakli deisadze - ukvarde poets...
უყვარდე პოეტს იგივეა, უყვარდე სიკვდილს.

გიყვარდა? ხო და დაგავიწყებს უთუოდ იმ წლებს.

სადამდიც შეძლებს შენი სულის სიღრმეებს ივლის,

რომ მიუწვდომელ ხასიათს და სიწმინდეს მისწვდეს.



უყვარდე პოეტს იგივეა, უყვარდე ტანჯვას.

არ გეგონოს, რომ სადღაც, დროის ნაგლეჯში მოყვეს.

მოუკვდე? ღმერთმა ნუ ქნას, უფრო აიტანს ჯვარცმას,

ვიდრე შენს სიკვდილს, ურჩევნია შენამდე მოკვდეს.



უყვარდე პოეტს იგივეა, უყვარდე სინდისს,

მთელი სამყაროს წინააღმდეგ წასვლა რომ ძალუძს,

რო ძალუძს მტკიცედ გადატანა სევდის და სიმწრის

და სიგიჟემდე მისვლა შენი გულისთვის. სხვა ნურც



ნურავინ გეტვის– შემიძლია მეც, როგორც პოეტს

მიყვარდე, თავი შემოგაკლა, მოგართმევ მზიან

ყვავილებს, მერე შეგიჩერებ ნასივრცარ დროებს...

არ დაიჯერო, სხვები სიტყვის წინაშე კრთიან.



უყვარხარ პოეტს, სიყვარულსაც უყვარხარ მაშინ.

პოეზიაში მისტიური წყვდიადი მეფობს.

იცოდე, სანამ ფრთებს უგულო პასუხით გაშლი

დაფიქრდი, იქნებ ჭკუა კიდევ ცოტახნით გეყოს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1930 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ირაკლი დეისაძის პოეზია, ირაკლი დეისაძის შემოქმედება, irakli deisadze, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძის ლექსები, ირაკლი დეისაძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0