Загрузка...
ირაკლი დეისაძე - დედას / irakli deisadze - dedas - 23 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-11-24, 7:20 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 23 » ირაკლი დეისაძე - დედას / irakli deisadze - dedas


5:19 PM
ირაკლი დეისაძე - დედას / irakli deisadze - dedas
დედა ჩვენს შორის უფსკრულია უშნო ეპოქა,
მე გვერდს მიმშვენებს სიამაყე–მკვლელი ამგალი,
ხო და სიშორეს ეს მიზეზი ნაღმად ეყოფა,
მე კი არ მინდა საცხოვრისი სახლი ამგვარი.

რადგან ამ სახლში შემურული კედელ–ჭერია...
მივიღე გუშინ მოწერილი შენგან ეტრატი,
რომ სათნოებას შენი არსი დაუჭერია,
მე კიდე, დედა, მაგგვარ ყოფილს ხარბად შეგნატრი.

მღლის ეს ცხოვრება ათას გვამს და ნათქვამს ნაბაძევს,
მღლის და სურვილი უცხო მიზნის სიმხნემ დაგეშა,
მინდა გაქცევა, მაგრამ გული ნებას არ მაძლევს,
გული, რომელმაც გრძნობის სხვა მნე აათარეშა.

და ახლა გვემა სასყიდელის სრულია ლეპტა,
შევღონდი, რადგან სირცხვილია ჩემი ამგალი,
მინდა გაქცევა... დასასრულის დღე იყოს ნეტა,
არ მინდა დედა, საცხოვრისი სახლი ამგვარი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1767 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ირაკლი დეისაძის პოეზია, ირაკლი დეისაძის შემოქმედება, irakli deisadze, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძის ლექსები, ირაკლი დეისაძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0