მთავარი » 2014 » სექტემბერი » 25 » ირაკლი დეისაძე - აი, ჩემი დალალ-დაფერდილი / irakli deisadze - ai, chemi dalal-daferdili
2:32 PM ირაკლი დეისაძე - აი, ჩემი დალალ-დაფერდილი / irakli deisadze - ai, chemi dalal-daferdili
|
აი, ჩემი დალალ-დაფერდილი გოგო ეიხვეტე ქარებიდან. ციცავ, ყველაფერზე რაფერ ტირი? ფანჯრიდან წევდე, თუ კარებიდან?
ისე ეიჯაგრე, დაწერტილი, ხორცი მივუდენე შაითანს და მაიც კია კაი დაცენტრილი, სანამ სიტყვას ეშხში შაიტანდა
ისე დააბრეხვა სისულელე უკან მოუხედნად წამეველი. მე, რომ ყვავილივით გისურნელე, შენ რატომ გამოდექ მწამებელი?
აი, ჩემი დალალ-დაფერდილი გოგო, რომ ამტვერდი ქარებიდან, ჩემი გულისათვის რაფერ ტირი? კაი, გევგე, წევალ კარებიდან.
წევალ და თან წევღებ მაგ შენ ალერსს, ათას წყევლა-კრულვას მიცემული, ციცავ, გრძნობა აღარ მაფერმკრთალებს, თუმცა შენთვის კიდევ მიცემს გული,
გული, სალხინოდ, რომ შეგაკვდება და, თუ მაინც ჩემთან არ წამოხვალ, ბინდით შეიჭმება შემართება, რომლის მზედასული საღამო ხარ.
მერე ბრაზიანი მოსვლით ბიჯის მაგ შენ ყირმიზ ღაწვებს შევლოყდები, პაწა იმედი მაქ, რაღა მიჭირს? რადგან, ვხედავ ცოლად შენ მომყვები.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 2874 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: ირაკლი დეისაძის შემოქმედება, ირაკლი დეისაძის პოეზია, poezia, shemoqmedeba, irakli deisadze, ირაკლი დეისაძის ლექსები, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძე
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 4 სტუმარი: 4 მომხმარებელი: 0
|
|