მთავარი » 2014 » სექტემბერი » 25 » ირაკლი დეისაძე - გრძნობამდე უსრული მეტრია / irakli deisadze - grdznobamde usasrulo metria
3:14 PM ირაკლი დეისაძე - გრძნობამდე უსრული მეტრია / irakli deisadze - grdznobamde usasrulo metria
|
რად მინდა სიტყვები ნუგეშის გარეშე?!
შემეძლო ღიმილი სიკვდიმდე მეთრია...
ეგება ცოტათი გრძნობამდე დავეშვე,
მაგრამ ეს დაშვება უსრული მეტრია.
გონება გულისხმას არასგზით ეზრახა,
და ასე სიშლეგის დავლაშქრე უდაბნო.
სიმხდალის წყარო და სიმდაბლე ეხლა ვარ,
რადგანაც ვურვობ და ვმწუხარობ მუდამ დრო.
ძნელია აღმართი, თუმცაღა გორაკი
მცირეა და ძალსაც სიჭარბით არ იღებს,
ვტყვევდები ამაყი და სადღაც ბორა კი
კორტნის და ამცირებს სიწმინდის ტარიგებს.
რად მინდა სიტყვები?! როდესაც მარწუხი
შემეძლო ღიმილით ტანჯვამდე მეთრია...
ახლა კი მოვტყდი და სიმხდალით დავმწუხრდი,
რადგანაც გრძნობამდე უსრული მეტრია.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1202 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: ირაკლი დეისაძის შემოქმედება, ირაკლი დეისაძის პოეზია, poezia, shemoqmedeba, irakli deisadze, ირაკლი დეისაძის ლექსები, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძე
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0
|
|