მთავარი » 2014 » სექტემბერი » 25 » ირაკლი დეისაძე - დაჟინებაა სუნთქვა / irakli deisadze - dajhinebaa suntqva
3:24 PM ირაკლი დეისაძე - დაჟინებაა სუნთქვა / irakli deisadze - dajhinebaa suntqva
|
დაჟინებაა სუნთქვა და თავზარდამცემი დრამა
სიცოცხლის მავნე აჩრდილთა შორის მთვრალივით მივალ,
შველა იქნება ან არა, დათქმული დრო, რომ გავა,
ან მზე გამითბობს სადგომს, ან თავს ლაფს დამასხამს წვიმა.
შედარებითი რომ არის ყველა ნაბიჯის ხვედრი და
წარსულის მოწმე მარად, რომ აწმყოს ქაოსი არის,
ვის ეგონა ეს შემთხვევა სულს კვლავ სხეულში შეხრიდა,
მაშინ, როდესაც ცხედრიდან ზღვა სიყვარული გადის.
თავსაც მოიკლავ, თუ ხელში შემოგაჩეჩეს თურგანი,
თუ ცხოვრებიდან ავი, ან წყევლა გიყარეს ხურჯინში,
დაჟინებაა სუნთქვა და ამ ცხოვრებისთვის უგვანი
ვებრძვი ყოველგვარ სიყალბეს, რომ გადაგვარდეს ცრუ ჯიში.
გზა, სისრულისკენ გამრეკი, დასნეულდა და ბორგვა
შეჰყრია სულს, რომ ცხედარი მისთვის სახლია იშელი,
დაჟინებაა ჩემში და ჟინი თუ გინდა მოვკლა
გამიმარტივე სუნთქვა, სხვა? ვერც შენ ვერაფერს მიშველი.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1092 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: ირაკლი დეისაძის შემოქმედება, ირაკლი დეისაძის პოეზია, poezia, shemoqmedeba, irakli deisadze, ირაკლი დეისაძის ლექსები, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძე
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|