მთავარი » 2014 » სექტემბერი » 25 » ირაკლი დეისაძე - შენ იცი ღმერთო / irakli deisadze - shen ici ghmerto
3:32 PM ირაკლი დეისაძე - შენ იცი ღმერთო / irakli deisadze - shen ici ghmerto
|
ჩემი სურვილი, ავადმყოფურ, ამო ყოფნიდან
გაღწევაა და ეს სიშორე არ ჩანს ბურანში.
შენ იცი ღმერთო, ერთი პური სამ ძმას გვყოფნიდა,
არც მას ვჩიოდით, ვიძინებდით ნაგვის ურნაში.
ახლა რა დავჩით? შეგვიტყუებს ტახტ და კათედრა.
მახსოვს დედის მკერდს მიყრდნობილი როგორ ვგოდებდი,
საწყალი დედა, სიცხიან ძმებს თავზე გვათევდა,
ჯვარცმული იყო ყოველ ღამ და შენ მაგონებდი,
შენ, მისი ჯვარცმით, შენს ჯვარცმას. ეხ, გული დაღონდა,
თვალსაჩინოა, ზეცა შავობს ადრე ბივრიტი
იყო და მთელი გალაქტიკა მკერდით დაქონდა.
იმ ცის მშვენება მენატრება, მზედ რომ მივლიდი
გარსს იდეალის გრიფონო და ასე ამაო
არ იქნებოდა მამის სიტყვა, კაცურ–დამრიგე,
არც ისე გრძელი გზა მაქვს, რომ გზა გავიშარავო,
წუნს კი არ ვუდებ შემოქმედო შენს ქმნულს, გამიგე,
რადგან ამ ყოველს მართავს ვინმე უღვრთო კაპიკლარ,
ძუნწი, ახვარი და სისტემის ვირთხების გვარი
მბრძანებლობს, დედამიწა მიტომ გამიკაპიკდა
და არ მადარდებს ცოცხლად ვივლი, თუ ცოცხალ–მკვდარი.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1179 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: ირაკლი დეისაძის შემოქმედება, ირაკლი დეისაძის პოეზია, poezia, shemoqmedeba, irakli deisadze, ირაკლი დეისაძის ლექსები, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძე
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 4 სტუმარი: 4 მომხმარებელი: 0
|
|