მთავარი » 2014 » სექტემბერი » 25 » ირაკლი დეისაძე - სიკვდილის იდუმალ კარიბჭეს გავცდები / irakli deisadze - sikvdilis idumal karibches gavcdebi
3:39 PM ირაკლი დეისაძე - სიკვდილის იდუმალ კარიბჭეს გავცდები / irakli deisadze - sikvdilis idumal karibches gavcdebi
|
დრომ უკვე დაკარგა თავისი საზღვრები,
არც სივრცე დარაჯობს მგლოვიარ საწყისებს,
სიკვდილის იდუმალ კარიბჭეს გავცდები
და სული ცრუ წარსულს იქ გაისაწყლისებს,
სად გრივი საწყაო აღვავსე ამლაკმა.
გონებას მართალი მხილება დაცელავს,
როგორ ვთქვა?! :,, უფალო გრძნობები არ დაკლა",
რა ფასი დავადო სულელურ გაქცევას?!
როდესაც ჩემშია ცუდ–კარგის ყოყდანი,
ღირსი ვარ მომაგონ საკადრი განჩენა,
ბევრია უხამსი ბრმა აზრში მომხდარი,
ეს ალბათ ის დროა, რომ დავგმო გაჩენა,
რომ ლოდი მივიკრა და უფსკრულს მივეცე...
არ იცის არავინ, განცდაა საზარი.
უმანკო სიცოცხლის სიწმინდე მივლეწე
და ახლა ცრემლია მომავლის საგზალი.
მე, ყოფის სილაღემ მინგრია საბძელი,
როდესაც მივეცი ნატყუარ საწყისებს.
რადგანაც სინდისის გარეშე გავძელი,
იქ სული წარსულით გზას გაისაწყლისებს.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1123 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: ირაკლი დეისაძის შემოქმედება, ირაკლი დეისაძის პოეზია, poezia, shemoqmedeba, irakli deisadze, ირაკლი დეისაძის ლექსები, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძე
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|