Загрузка...
ირაკლი დეისაძე - ყალბ ადამიანებს / irakli deisadze - kalb adamianebs - 25 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:54 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 25 » ირაკლი დეისაძე - ყალბ ადამიანებს / irakli deisadze - kalb adamianebs


3:45 PM
ირაკლი დეისაძე - ყალბ ადამიანებს / irakli deisadze - kalb adamianebs
შენთვის ადვილია, მე მკითხე, სიკვდილამდე რაღა დამრჩა?

ნაგავს შევერიე, ვითომც და ღვთისა და, ვითომც და ქრისტესი,

უკუღმართობამ და გაძვალტყავებულმა სიმართლემ დამამაჭრა.

პედერასტებს მიაქვს ქვეყანა, კანონობს მახინჯი ინცესტი...

ლაჩარი-სახელი კაცის და აწყვიტე ცხოვრებას აღვირი,

რაც მოგესურვება ის ქენი! ვინ გითხრა, რომ რამეს კრძალავენ?

წარსული სისხლია, აშკარად ტყვილად და უაზროდ დაღვრილი...

ლოცვები? შეეშვი, უფალი მკვდარია და ნუღარ აღავლენ.

,,მე ჩემი მოვჭამე, მომავალს მიხედე"-ფრაზაა ფრთიანი,

წინაპრის იმედი მტერს ქონდეს... მტკივდები, ვაიმე სირცხვილო.

ეშმაკი სადღაა? ჯოჯოხეთს განაგებს თვით ადამიანი,

დროა და მგონია მასეც სჯობს, საწყალი სიკვდილი იშვილო.

როდემდე? არასდროს მორჩება დაცემა. სულმწარი წარსული

მკვდარივით გაქვავდა. დღეს მიწის მაგიერ სატირა ტრიალებს...

რის ღმერთი თუ ძმა ხარ? ან როგორ უშველის ათასჯერ ჯვარცმული,

გონება წართმეულ და მოდას აყოლილ, ყალბ ადამიანებს?!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1127 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ირაკლი დეისაძის შემოქმედება, ირაკლი დეისაძის პოეზია, poezia, shemoqmedeba, irakli deisadze, ირაკლი დეისაძის ლექსები, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0