Загрузка...
ირაკლი დეისაძე - მჭირდება, ან ვიჭირვებ / irakli deisadze - mchirdeba, an vichirveb - 25 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:11 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 25 » ირაკლი დეისაძე - მჭირდება, ან ვიჭირვებ / irakli deisadze - mchirdeba, an vichirveb


3:45 PM
ირაკლი დეისაძე - მჭირდება, ან ვიჭირვებ / irakli deisadze - mchirdeba, an vichirveb
იქ, შორიდანვე მზე მოჩანს. მე, ეგ შენი ორი

ხელი სულივით მჭირდება, ან ვიჭირვებ სულაც.

და დედამიწა,დაუცველი, ვით ემბრიონი,

ოზონგარსოვან ნაჭუჭში, თუ ამაყად ცურავს

ნუ ფიქრობ, თითქოს მარტივია, მასში რაც ხშირი

იქნება ლხენა,ცხოვრება და მარტივად შემდენს

არ დაიმონებს საშინელი დესპანი-ჭირი.

ბევრი უკლია პლანეტას, რომ პლანეტად შედგეს.

ომია მასში, უეჭველი წირვაა თვლემა

უპიროვნო და სათუოა ყოველი სენი

რა დოზით ან რა შხამით ღერძის სისხლძარღვში შევა.

სწორედ ამიტომ, როგორც სუნთქვა, მჭირდება შენი

ორი ხელი, რომ შემაშველო, არ დამცეს ნაჭუჭ

დარღვეულ მიწის სითამამემ, ან მისმა სულმა

არ ამიყოლოს. მე ასეთი ცხოვრება არ მსურს

და შენც მზესავით ნათელი და მხურვალე მსურხარ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 985 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ირაკლი დეისაძის შემოქმედება, ირაკლი დეისაძის პოეზია, poezia, shemoqmedeba, irakli deisadze, ირაკლი დეისაძის ლექსები, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0