Загрузка...
ირაკლი დეისაძე - აჰა, დავთმე... / irakli deisadze - aha, davtme... - 25 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-29, 2:05 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 25 » ირაკლი დეისაძე - აჰა, დავთმე... / irakli deisadze - aha, davtme...


3:51 PM
ირაკლი დეისაძე - აჰა, დავთმე... / irakli deisadze - aha, davtme...
მგონი მოვკვდები ღამით,

ვახ, რომ შემეტყო ლალვა,

წავალ ნასისხლარ ღარით

და განვისვენებ ღალვა.

ვწვერავ რქებს ქარით ვერძი,

ჭიპონს სამწუხროდ ვბერავ,

ახლა სიცოცხლეს ვებრძვი,

რადგან სიკვდილის ტყვე ვარ.

სუნთქვას ვუცხადებ ომს და

უწყლო ვფართხალებ თევზი,

თვალებს მეწყერი მოსკდა,

ბოლო განთიადს ვებრძვი.

ვცდილობ ბოლოჯერ დავთვრე,

ბორგვას ხორხამდე ვყელავ,

აჰა, სიცოცხლე დავთმე,

უკვე სიკვდილის ტყვე ვარ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1220 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ირაკლი დეისაძის შემოქმედება, ირაკლი დეისაძის პოეზია, poezia, shemoqmedeba, irakli deisadze, ირაკლი დეისაძის ლექსები, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0