Загрузка...
ირაკლი დეისაძე - არა ქებისთვის, არამედ განცდისთვის... / irakli deisadze - ara qebistvis, aramed gancdistvis... - 25 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 11:01 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 25 » ირაკლი დეისაძე - არა ქებისთვის, არამედ განცდისთვის... / irakli deisadze - ara qebistvis, aramed gancdistvis...


3:53 PM
ირაკლი დეისაძე - არა ქებისთვის, არამედ განცდისთვის... / irakli deisadze - ara qebistvis, aramed gancdistvis...
არ ვიცი, სადამდე მიმიყვანს ქება და

რას მიზამს მომავლის ასგზისი ლანდები...

წარსულთან ვალი, რომ მეც გადამეხადა

აწმყოსთან შევიკარ. და მივებანდები

მომავლის საწყისთან შეგრეხილ დარაჯებს,

ქაოსის შეტანა, რომ უნდათ თაკილით

იმ დროში, სადაც ჯერ არ არის სამაჯე,

არ არის ექიმი, არც ვინმე ვაქილი.

და, თუ კი მიმზადებს სავალი სატირას,

თუ ტალახს მესვრიან, სიმართლის საწილოს,

ვერ მნახავს ვერცერთი მათგანი ნატირალს,

მე მზად ვარ, მოვიდნენ მგლებმა და გამწირონ!

მათრიონ ჯანდაბის მესამე კარამდე,

გადამცენ სიცრუის ნაძაღლარ ელვანებს,

ეგება ჟამამდის იქ გადავსამარდე,

სადაც ჩემს ჩანაფიქრს მზე ააელვარებს

და მოჰფენს სხივებად უმეცარ ირაოს,

საბრძოლოდ განაწყობს, ბარტყების საცავად,

რომ ნისლი განგაშის ხმით დააყირაოს,

რომელმა ნისლმაც მის ბუდეში დაცვარა.

ალალად ვიტყვი, რომ განცდისთვის დავწერე,

არც ქება არ მაკლდა მანამდე, სანამდის

სიკვდილის ხელებმა ვარზებით დამცელეს

და მერე მათრიეს ჯანდაბის კარამდის.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1052 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ირაკლი დეისაძის შემოქმედება, ირაკლი დეისაძის პოეზია, poezia, shemoqmedeba, irakli deisadze, ირაკლი დეისაძის ლექსები, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0