მთავარი » 2014 » სექტემბერი » 25 » ირაკლი დეისაძე - ჩემი ღვთაება და ჩემი აფროდიტე / irakli deisadze - chemi ghvtaeba da chemi afrodite
3:55 PM ირაკლი დეისაძე - ჩემი ღვთაება და ჩემი აფროდიტე / irakli deisadze - chemi ghvtaeba da chemi afrodite
|
დენდრო შეგიმზადე, მერე ოწინარით
მაღლა გამოვგზავნე, ტკბილად საყნოსელი,
არც ამან გიწამლა, ჩემზე მოწყინარი
ზიხარ და ცრემლებით სველი სამოსელი
ტანზე შემოგცმია ვერცხლის აბჯარივით.
ჩვენი გულები კი სევდას მიუღია.
უშენობის ტვირთვით უკვე დავჯარიმდი,
მალე დამიბრუნდი, სანამ მიურღვია
ხსოვნას უშენობამ შენით ნაქსოვები.
სულის დათმობამდე მივა ეს განცდა და
ხვეწნით ნაბეზრები წავალ, გაგშორდები.
წუხელ მეზმანე და მართლად, თუ განცხადდა
ქორწილს გადავიხდით ნანგრევებზე საყდრის,
სადღაც მივარდნილ და უღრან ხეობებში,
არც სუფრა გვინდა და არც ღრეობა მაყრის.
იქნებ გეცადა და შენთან შემოგეშვი,
რომ გულში ჩაგიკრა, ლოყა დაგიცხრილო,
ბაგის ნაშიები თრთოლვა შეგაყარო,
შენ ამიწითლდე და ქალურ დაირცხვინო,
მე კი ძველებურად თავი შეგაყვარო.
მო, დაბლა დაეშვი, ე, მაგ ოწინარით,
ერთი სურვილი მაქვს, ჩემდა ჩამოხვიდე,
თუნდაც გაბუტული, თუნდაც მოწყინარი,
ჩემი ღვთაება და ჩემი აფროდიტე.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1162 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: ირაკლი დეისაძის შემოქმედება, ირაკლი დეისაძის პოეზია, poezia, shemoqmedeba, irakli deisadze, ირაკლი დეისაძის ლექსები, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძე
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0
|
|