Загрузка...
ირაკლი დეისაძე - ასტრალი / irakli deisadze - astrali - 25 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:56 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 25 » ირაკლი დეისაძე - ასტრალი / irakli deisadze - astrali


4:00 PM
ირაკლი დეისაძე - ასტრალი / irakli deisadze - astrali
ცაო გული მიკვდება, მიწის ყველა იარა

ჩემეულის ჭრაა და ფიქრით არ ვარ შემდევი

იმის, რაც დედამიწამ ყოფნა გამოიარა,

რაც აცილდა დამგრევი, კოსმოსიდან შემტევი.

ასე სიღრმეს ვეძლევი და გარბენა მინდება,

სუნთქვა მივივიწყე და მომაკვდავის ხრტიალი

ბოლო წერტილს ეხება, მერე სული გმირდება

და მიტაცებს შორეთში აზრით ბრმა ხეტიალი.

იქ კი იდუმალებად ვარსკვლავეთის დრო ადგა,

სივრცეს, გადაულახავს მივაჩვიე გაყოლა...

გააზრებას ნიშნებით შთაგონება მოადგა,

შემრწყა მიღმეთს და განცდას მძევლად გამოაყოლა

სტიქიური ქვიშეთის უდაბური ამალა,

მერე დრამად მიქცია შთაგონების სიხშირე,

მიღმეთს ბრმად ხეტიალმა სული ისე დაღალა,

რომ ჯვარს ვეცვი გონით და აზრით გამოვიხშირე.

კვლავ დავბრუნდი მიწაზე, ცხედარს ისევ ეძინა.

რა უძვლოა სიშმაგე, აზრი ბორკილს მივაბი.

ხორცმა სული შიმშილით აწმყოს მიანერწყვინა,

რომ წარსულით დაეხშო ასტრალური გვირაბი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1177 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ირაკლი დეისაძის შემოქმედება, ირაკლი დეისაძის პოეზია, poezia, shemoqmedeba, irakli deisadze, ირაკლი დეისაძის ლექსები, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0