მთავარი » 2014»სექტემბერი»25 » ირაკლი დეისაძე - წმ. ბერ გაბრიელს / irakli deisadze - tsm. ber gabriels
4:22 PM
ირაკლი დეისაძე - წმ. ბერ გაბრიელს / irakli deisadze - tsm. ber gabriels
მისი ცივი საფლავი, ცივი ეპიტაფია, ზედ წარწერა- იცხოვრა დაუსრულო დიდებით, მისი გული უბრალო, მარად ღმერთის სახლია, ვერ გატეხეს ტანჯვით და ვერც ცრუ გადაბირებით.
მისი ცივი სხეული,მისი სულის აკლდამა, ზედ წარწერა- ნიჭივე იმსახურა, სახურავ გადახდილი დახურა, გაუკვალი გაკვალა და მიწის ღრმა ალერსი მართლაც დაიმსახურა.
მისი ცივი გონება, მისი ფიქრის სასახლე, ზედ წარწერა- იპოვა მისტიური ქარტია, სადაც მონათმფლობელთა არ დატოვა ნასახი, მისი გონიც ჯვარცმულის საუკუნო სახლია.
მისი ცივი საფლავი, ცივი ეპიტაფია, ზედ წარწერა- ის ღმერთმა შეიწყალა, საკლავი არ დაუკლა, რადგანაც მასში ღმერთი მარხია და თვით ღმერთის საყდარი არის მისი საფლავი.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..