Загрузка...
ირაკლი დეისაძე - ზვიად გამსახურდიას / irakli deisadze - zviad gamsakhurdias - 29 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:38 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 29 » ირაკლი დეისაძე - ზვიად გამსახურდიას / irakli deisadze - zviad gamsakhurdias


7:14 PM
ირაკლი დეისაძე - ზვიად გამსახურდიას / irakli deisadze - zviad gamsakhurdias
თუმცა საქართველომ შენ ვერ დაგიტია,

მაინც ვფიქრობ, რომ შენ ზეცას ეყვარები.

არა, მარტოობა მართლა გამიგია,

მაგრამ მიტოვებას შენსას ვედავები!

არ ვთმობ პოზიციას, ჩემთვის კაცი ხარ და

მართლა გულით მიყვარს შენი საქმეები.

და თუ ამ ციტატით ვინმე გაწიწმატდა

ნამუსს შეუმოწმოს მისსას სამხრეები!

იქნებ გამცემლობამ ჩინად მიუსია,

როცა ღალატისთვის დარად აენთო და

შენი ქართველობა მისთვის მინუსია,

ქვეყნის აყვავებას შენგან არ ელოდა,

მაშინ, როცა თვითონ, ქვეყნის დამგრეველმა

ჩამოაქვესკნელა ზეცის მცირე ქიმზე!

ვიცი რასაც ვამბობ, აზრი არ მერევა!

გული მეკუმშება, ასე ცივს რომ გიმზერ.

სანამ უხვ მოსავალს ჩვენში მოიყვანდი

მოგკლეს პატრიოტი! იქნებ ასეც ჯობდა,

თორე მერენდელში თავსაც მოიკლავდი,

ისე წაახდინეს ჩვენი ქართველობა!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1384 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ირაკლი დეისაძის პოეზია, ირაკლი დეისაძის შემოქმედება, irakli deisadze, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძის ლექსები, ირაკლი დეისაძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0