7:36 PM ირაკლი დეისაძე - წინაპრის საფლავთან / irakli deisadze - tsinapris saflavtan
|
ჩავრგე, მიწის სიღრმით ვფესვე რა კიჩირი,
ვხვდები წინაპარო, კმაა შენი სული.
ობლად გაზრდილი ვარ, ხოდა მას გიჩივი,
მიტომ ვიარები ასე შენისლული.
სიტყვა არ მყოფნის და ლუყი დავმუნჯაობ.
მთელი საქონელი ვახ რომ ჭირმა მოკლა.
მალე წავალ, იქნებ მიწა ვამუშავო,
გაიავდრიანა და თუ წვიმა მოყვა,
ცოტა მოსავალიც მოვა მადიანი...
აი საოცრება, ღმერთო მომკალი და
ჩვენი ეზო კია ძალზე მადლიანი,
გვალვის ნაჩრდილარით მაინც მოყვავილდა.
ეხ, დღეს კიდევ ერთი წავა მეზობელი,
უფრო ქალაქისკენ იწევს ეს თაობა.
ტურებს შემორჩებათ მალე ეს სოფელი,
შრომა არვის უნდა, ხო და ლოთაობა
უსაქმურობისგან ბიჭებს დაუწყია,
მითხრეს ერთი-ორჯერ: ,,წამო დავლიოთო"...
ვუთხარ: ,,რადროსია? კოხი დაუყრია,
ყანას მივალ, რომ იქ საქმით გავიოფლო".
ისე დაგვსეტყვა, რომ თითქმის ოთხი კვირა
წელში გაწყვეტილი ვენახს ვესარჩლები.
ახლა ამინდია, ზეცა მოთოკილა,
გაგეცინება და ცასაც ვევაჭრები.
წავალ, შენს საფლავთან კიდევ შევჩერდები,
ვირივით ვმუშაობ, არც რა მაქვს სამყოფი,
სიმინდს შევურჩიო უნდა ჯერ ჩელტები,
მერე მარხილი მაქვს ისევ ასაწყობი.
იქნებ გაისისთვის ხარი შევიძინო.
კარგა დრო გავიდა ტყვილა ლაყბობაში.
ნეტა შემეძლოს, რომ შენებრ დავიძინო,
ანდაც გადავქანდე წამით ბავშვობაში.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1240 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: shemoqmedeba, poezia, ირაკლი დეისაძის პოეზია, ირაკლი დეისაძის შემოქმედება, irakli deisadze, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძის ლექსები, ირაკლი დეისაძე
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|