Загрузка...
ირაკლი დეისაძე - მოსიარულე ძეგლებს / irakli deisadze - mosiarule dzeglebs - 29 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:32 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 29 » ირაკლი დეისაძე - მოსიარულე ძეგლებს / irakli deisadze - mosiarule dzeglebs


7:40 PM
ირაკლი დეისაძე - მოსიარულე ძეგლებს / irakli deisadze - mosiarule dzeglebs
ახალგაზრდავარ ჯერაც,მაგრამ უჯერო ლოთი,
გულქვას წავაწყდი ათასს და ათასს კიდე რეგვენს,
ძმაო შეეშვი მაგ მკვდრებს და შენც ცოცხლებთან მოდი,
მე მივაფურთხე მაგათ-მოსიარულე ძეგლებს.

რადგან ზიზღია მათი ამეტიჩრების ერა
და ერი ტყდება წელში ამ უვიცების გამო,
თუ ღირს გავნაგრძოთ, მაშინ ბასრი ლექსების წერა,
ხვალ კი ნაბრძოლი სულით შენც ზეცისაკენ წამო.

თორე ჩაძირავს ჩვენს ნავს მახედ გებული ბრაგა,
გზას კი დაბურავს სენი, უთვისტომობის ბანდი,
ასე შეგვრჩება ძმაო, სირცხვილის მეტი რაღა?
მერე კი მოგვკლავს, ჯიმა, ძმრად დაბერების დარდი.

და ამის შემდეგ, ზეცით, ჩვენი წინაპრის ჟინი
მეტყვის, რომ ძაღლის ადგილს ვერ დააკავებს ცა და
თავჩაქინდრული ლანდი, ბოთლში ნამწყვდევი ჯინი
ნაბიჯს გადავდგამ უკან და მერე წავალ... სად და,

იქ, სად მელიებს სოროდ გამოუთხრიათ ბელტი,
გადავსახლდები მათთან, უფრო სირცხვილის სხვენში.
მე დავასრულე თხრობა, სხვა რაღა გითხრა მეტი?
ნუ დავუშვებთ, რომ ამათ შემოაღწიონ ჩვენში.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1131 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ირაკლი დეისაძის პოეზია, ირაკლი დეისაძის შემოქმედება, irakli deisadze, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძის ლექსები, ირაკლი დეისაძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0