მთავარი » 2014 » სექტემბერი » 29 » ირაკლი დეისაძე - ყველა ეპოქას მეფე ყავს თავისი / irakli deisadze - kvela epoqas mefe kavs tavisi
7:51 PM ირაკლი დეისაძე - ყველა ეპოქას მეფე ყავს თავისი / irakli deisadze - kvela epoqas mefe kavs tavisi
|
უაზრო ჩემება, ჩემების მიერი სავალო ბეგარა:
,,ერთი და სხვა ვერვინ!"–წამერთვა უკლებლივ სიცოცხლის ხალისი.
,,უცვლელი მეფეო!"– ნუ იტყვი ნურასდროს, ოღონდაც ეგ არა,
ცხოვრება გრძელდება და ყველა ეპოქას მეფე ყავს თავისი.
სამყარო ცვლილებებს ყოველთვის ქომაგობს. არშიად არტყია–
,,ერთს შეცვლის მეორე!"–პრინციპი ჭაღარას შეიტყობს არასდროს.
თუ მოკვდა არწივი, შემცვლელი არწივის მისივე ბარტყია,
ესაა პრინციპი და ჩემი არსება ,,უცვლელთა" ღალატს მტრობს!
სასრულში სრულდება ყოველი ნაბიჯი. უგნურთა კრებაა–
,, ერთია მეფე და ბრძოლასაც უმისოდ არა აქვს ხალისი!"...
ასეთი განგაში სიმართლის მტრობა და გონების კლებაა,
ცხოვრება გრძელდება და ყველა ეპოქას მეფე ყავს თავისი.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1094 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: shemoqmedeba, poezia, ირაკლი დეისაძის პოეზია, ირაკლი დეისაძის შემოქმედება, irakli deisadze, irakli deisadzis leqsebi, ირაკლი დეისაძის ლექსები, ირაკლი დეისაძე
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 4 სტუმარი: 4 მომხმარებელი: 0
|
|