Загрузка...
ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * * - 19 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 3:56 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 19 » ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


11:48 PM
ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


ახლა,
როცა ოთხი კათხა ლუდით ვარ დაშორებული რეალობას,
მე ვფიქრობ არაფერზე.

ჩემი შეკითხვა,
მდედრობითი სქესის წარმომადგენლების მისამართით,
ფორმულირდება შემდეგნაირად:
უყვართ თუ არა ლუდი?

ათიდან ცხრა პასუხი უარყოფითია
და ახლა,
როცა ოთხი კათხა ლუდით ვარ დაშორებული რეალობას,
მე ვფიქრობ არაფერზე.

ერთადერთი,
რაც მჭირდება - სუნია,
მდედრობითი წარმომავლობის სუნი.

ვიცი,
რომ სუნს არ აქვს წარმომავლობა
და პოეზიაც ბულბულის გალობაა მთვარიან ღამეში,
მაგრამ ასე წერა თვითგადარჩენის ინსტიქტია,
გარემომცველი უნარშეზღუდული არსებობისგან.

მე ახლა იატაკზე ვწევარ,
ბეტონის თორმეტსანტიმეტრიანი ჭერის ქვეშ
და ახლო-მახლო არსად არის ვარდის ბუჩქები.

...

ჰო,
ღმერთთან მიახლოვებულო ადამიანებო,
ჩემგან არ გამოვა მოჩვენებითი წმინდანი
და თუ ასე ვცხოვრობ,
ე.ი. ზუსტად ასეა საჭირო.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 770 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: 27 თებერვალი, poezia, nika cherkezishvili, ლექსი, პოეზია, nika cherqezishvili, ნიკა ჩერქეზიშვილი, leqsebi, 27 tebervali, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0