Загрузка...
ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * * - 19 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 4:46 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 19 » ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


11:49 PM
ნიკა ჩერქეზიშვილი - * * */ nika cherkezishvili - * * *


ჩვენ აღმართს მივუყვებოდით,
როცა შენ მომიბრუნდი
და მითხარი,
რომ ერთი სიტყვაც არ მითქვამს შენს ახლად ნაყიდ კაბაზე,
რომელიც მართლა ძალიან გიხდებოდა.

არ ვიცი,
რატომ მიჭირს ხოლმე თქმა,
რომ საშინლად მომწონს შენი ყველაფერი,
არ ვიცი.

...

შეიძლება იმიტომ,
რომ არც იმ აღმართზე ასვლისას შემიმჩნევია,
ჩემი მუხლებზე გაწყალებული შარვალი
თუ ლანჩაამძვრალი ფეხსაცმელი
და არც ამ უშენო,
თითქმის წელიწადშესრულებულ მარტოობას ვიმჩნევ.

შეიძლება იმიტომ,
რომ ახლაც,
მაშინდელივით მინდა,
ჩემთან ერთად მყოფი
თუ კილომეტრებით დაშორებული,
ჩემს სიახლოვეს
სივრცისა
და დროის გარეშე,
უსიტყვოდ გრძნობდე.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 843 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: 27 თებერვალი, poezia, nika cherkezishvili, ლექსი, პოეზია, nika cherqezishvili, ნიკა ჩერქეზიშვილი, leqsebi, 27 tebervali, leqsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0