ლექსები - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-15, 10:39 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



ნუციკო დეკანოზიშვილი - * * * / nuciko dekanozishvili - * * *


ამ მთებზე მეტად მხოლოდ ეს მთები მიყვარს,
და მთები ისევ მშვიდად ისმენენ ამას.
პირველად იყო და ახლაც არის სიტყვა,
რომელიც მთებთან ხელებგაშლილი წავა.
რომელიც მთებთან, შენთან ვნახე და მიყვარს,
მიყვარს ეს სიტყვა, ყველა სიტყვაზე მეტად,
უყურებ მთებს და შენთვის, უბრ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 801 / თარიღი: 2018-02-02 / 4:43 PM / პარასკევი

ნუციკო დეკანოზიშვილი - ალუბლების ყვავილობა / nuciko dekanozishvili - alublebis kvaviloba


ალუბლების ყვავილობა
თავს მიხედე, -
გეტყვიან, და
მოიყვანენ უშეღავათო სიშავეს
და აღარ გინდა, იყო,
როგორც ქუჩაში დაგდებული მკვდარი ძაღლი,
ცელოფანით რომ მიათრევენ გზისპირისკენ,
ბორბლების ანაბეჭდებად რომ გასდევს სიკვდილი
და ყმუილიც უკვე შეუძლებელია. ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 829 / თარიღი: 2018-02-02 / 4:40 PM / პარასკევი

რობერტ ჰასი - არაპარადოქსი / robert hass - araparadoqsi


მხატვრები უკეთ ასახავდნენ ჯვარცმის სცენებს,
ვიდრე ჩამოხრჩობის. უკანასკნელს ბევრად უკეთ,
ვიდრე დახვრეტის. და დახვრეტის სცენებს უკეთ,
ვიდრე თავის მოკვეთისა გილიოტინით.

აქ საჭიროა დაზუსტება:
დიდი მხატვრები სხვებზე უკეთ ასახავდნენ ჯვარცმის სცენებს.
კარგი მ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 993 / თარიღი: 2018-02-02 / 4:34 PM / პარასკევი

რობერტ ჰასი - გმირობა. პარალელი / robert hass - gmiroba. paraleli


როცა კუროსავას „შვიდ სამურაიში“ ეცემა მებრძოლი
ნაცრისფერ წვიმაში,
კინოკამერის ობიექტივში, ტოკუგავას დინასტიაში,
ეცემა წელში გამართული, როგორც ფიჭვი,
როგორც ერთ-ერთი აიასი
ჰომეროსის წამღერებულ დაქტილებში, და ხე არის იმდენად დიდი,
რომ ტყის მჭრელი მეორე დღესაც ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1238 / თარიღი: 2018-02-02 / 4:30 PM / პარასკევი

რობერტ ჰასი - საზომი / robert hass - sazomi


საზომი.
დაბრუნებები.
სპილენძისფერი სხივი
ისევ ყოვნდება წვრილ-ფოთლიან


იაპონურ ქლიავთან. ზაფხული
და მზის ჩასვლა, შეძენილი სიმყუდროვე
საწერი მაგიდის


და თანდაყოლილი
სიმყუდროვე წერის, ესენი
ქმნიან წესრიგს, რომელსაც ვ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 777 / თარიღი: 2018-02-02 / 4:28 PM / პარასკევი

რობერტ ჰასი - მუსიკად ქცევა / robert hass - musikad qceva


იქნებ დაწერო ლექსი მადლზე.

როცა დაინგრა ყველაფერი, რაც დაინგრა,
და ყველაფერი, რაც მოკვდა, მოკვდა,
როცა კაცმა სიბრალულით გააპარა თვალი სარკისკენ,
ხოლო ქალმა თვალი მშვიდად გაუსწორა ახალ ნაოჭებს
და სათითაოდ შეისწავლა, როცა ტკივილი,
რომელსაც დიდხანს ემსახუ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 760 / თარიღი: 2018-02-02 / 4:27 PM / პარასკევი

რობერტ ჰასი - ყოფნის უპირატესობა / robert hass - kofnis upiratesoba


ყოფნის უპირატესობა
მრავალნი ეძლევიან სიყვარულს. წყვილის თავზე ანგელოზები,
ადამიანური ვნებების აუმღვრეველ, კრისტალურ ეთერში,
ერთმანეთს უწნავენ თმას, რომელიც მარწყვივით ჟღალია
და ცივი მდინარესავით მსუბუქი. დროგამოშვებით
ისინი იხედებიან ქვემოთ – მოუთოკავი ექსტაზი
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 763 / თარიღი: 2018-02-02 / 4:20 PM / პარასკევი

ლალი ციპი მიხაელი - კაფე „ბაჩოში“ / lali tsipi michaeli - kafe „bachoshi“


საღამოს „მფრინავ ხანჯალთა სახლის“ ყურების შემდეგ
კინგ ჯორჯზე „ბაჩოს“ კაფეში ვისხედით
ასეთი პოეტური ფილმი ჯერ არ მინახავს-მეთქი
ვთქვი

და სასიყვარულო სამკუთხედის მორევში ჩავეშვი
რაც სრულიად შეუძლებელი აღმოჩნდა
ამ თმააკრეჭილი მიმტანი ქალის გადამკიდე
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 773 / თარიღი: 2018-02-02 / 4:16 PM / პარასკევი

ლალი ციპი მიხაელი - მატარებელი / lali tsipi michaeli - matarebeli


შვიდი წლის ვიყავ როცა ისრაელის ემიგრანტმა
მშობლებთან და ორ ძმასთან ერთად
დავტოვე საქართველო.
რკინიგზის სადგურზე ერთი მიმართულებით აღებული ბილეთის
განცდით ვიდექით.
იყო მოსკოვიც მაგრამ ვიდრე ვენის ზღაპრულ სასტუმროში
დღესა და ღამეს გავატარებდით
ერთი მატა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 785 / თარიღი: 2018-02-02 / 4:13 PM / პარასკევი

ლალი ციპი მიხაელი - ცხოვრება არის ბორდელი / lali tsipi michaeli - ckhovreba aris bordeli


ცხოვრება არის ბორდელი
თქვა და „დიზელის“ ჯინსის
დუქანი ათსანტიმეტრიანი ელვით შეიკრა.


რამდენი უნდა იცოდვილო
ლაყე კვერცხის სუნმა გული რომ არ აგირიოს;
რამდენჯერ უნდა ჩაქრეს და აინთოს შუქი
სუნთქვებს შორის
ყველა კონტაქტი რომ გაითიშოს?

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 819 / თარიღი: 2018-02-02 / 4:11 PM / პარასკევი

« 1 2 ... 22 23 24 25 26 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0