Загрузка...
მარი ბეროძე - მეზღვაურები (king neptune) / mariam beroidze - mezghvaurebi (king neptune) - 25 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:33 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 25 » მარი ბეროძე - მეზღვაურები (king neptune) / mariam beroidze - mezghvaurebi (king neptune)


5:39 PM
მარი ბეროძე - მეზღვაურები (king neptune) / mariam beroidze - mezghvaurebi (king neptune)
ასე იყო -
მოვდიოდით მარტო,
ერთმანეთის სხეულებში
გადიოდნენ ადამიანები და
აღარ გვესმოდა ცხელი,
ყელამომწვარი ქუჩის ხმაური.
გზაზე ნაბიჯებად ვტოვებდით
მხრებიდან დაცვენილ ნიჟარებს,
ხავსიან თმებში ვმალავდით სახეს და
ვერაფერს ვუხერხებდით
მკერდიდან ამოზრდილ,
მომაკვდავ თოლიებს.
ვერ გავბედეთ და ხელით მოგვქონდა,
ძაღლის ლეშივით მოვათრევდით
ვერჩაშვებულ ღუზას.

არავის დასჭირდებოდა ჩვენი მლაშე სიყვარული,
არავინ გასინჯავდა მარილიანი თითების გემოს...

ადამიანებმა არ იცოდნენ,
როგორ იძირებოდნენ ცოცხალი გემები
და იყო ასე -
მოვდიოდით მარტო,
ერთმანეთის სხეულებში
გადიოდნენ ადამიანები და
ვერავინ გაბედა ეთქვა, რომ
ვიყავით მეზღვაურები,
ზღვადამშრალი,
უიალქანო მეზღვაურები.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1413 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი, შემოქმედება, ლექსები, პოეზია, leqsebi, ხელოვნება, xelovneba, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0