Загрузка...
მარი ბეროძე - მამაჩემი / mariam beroidze - mamachemi - 25 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:36 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 25 » მარი ბეროძე - მამაჩემი / mariam beroidze - mamachemi


5:47 PM
მარი ბეროძე - მამაჩემი / mariam beroidze - mamachemi
შენ არასდროს გითამაშია
მუხლამდე თოვლში,
არასდროს გიჩვენებია
ქვიშის სასახლე და
არც სხვა მამებივით გითქვამს,
რომ ვიყავი პრინცესა
ძილისპირული ზღაპრებიდან.

(მხოლოდ ჩურჩულებდი, რომ
გყავდა ორი,
მერე სამი,
ოთხი ჩიტი და
შეკეთება სჭირდებოდა ჩამოშლილ ბუდეს)

მახსოვს მოდიოდი,
სიცხისგან მოღლილს.
ნახევრადმძინარს
გამეტებით მკოცნიდი შუბლზე
და მიხაროდა,
რომ ვიყავი ავად,
რომ მამა მედგა საწოლის თავთან.

ახლა ოკეანეა ჩვენს მხრებს შორის,
წელიწადია ჩრდილოეთიდან ამოდის მზე
და მაშინ,
როცა ცარიელია ტანსაცმლის კარადა,
როცა აღარავინ წურავს ფერსავსე მტევნებს
გამომშრალი დღეები გაუჯდა
მწუხრის ჟამს თითებს.

ვერ მიგიხვდება, ვისაც გული
პურის ნამცეცებივით არ დაუფშვნია
ვახშმისას ჯამზე,
ვისაც არასდროს შეუსვამს
მტრედები მხრებზე...

არ დაღლილა მამაჩემი, -
გესმით, ხალხო?! -
არ დაღლილა მამაჩემი,
დავიღალე მე და
მზად ვარ შილიფად ჩავიცვა წვიმაში -
მამის ტუჩებმა გამისინჯოს
შემთბარი შუბლი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1160 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი, შემოქმედება, ლექსები, პოეზია, leqsebi, ხელოვნება, xelovneba, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0