Загрузка...
მელანო ზუკაკიშვილი - სიგიჟის აკორდი / melano zukakishvili - sigijhis akordi - 25 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:22 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 25 » მელანო ზუკაკიშვილი - სიგიჟის აკორდი / melano zukakishvili - sigijhis akordi


5:17 PM
მელანო ზუკაკიშვილი - სიგიჟის აკორდი / melano zukakishvili - sigijhis akordi
ავიღე სიგიჟის სულ ბოლო აკორდი,
ცხოვრება მივანდე მგზნებარე კლავიშებს.
ტკივილის მარწუხებს ხარხარით ვაპობდი,
დრო მოვა მე და შენ ბავშვურად ავიშვებთ.

დრო მოვა დავდგებით შეშლილთა სარკმელთან,
ლექსებად ტკივილის გარითმვას დავიწყებთ.
ცხოვრებას მოვნათლავთ უაზრო ზღაპრებად,
რითმა დააკვდება გაცვეთილ კლავიშებს.

ავიღე სიგიჟის სულ ბოლო აკორდი,
შენიღბულ სიყალბეს პროტესტი ვარგუნე.
მაოცებს ყალბი და უგულო ამბორი,
უარვყოფ სიცრუით გამოზრდილ თავთუხებს.

დრო მოვა, მივხვდებით ყოველგვარ მიზეზებს,
ცხოვრება უნიჭო თეატრი ყოფილა.
წრფელ ღიმილს დრო და დრო ამაოდ ვიბევებ,
ამდენი ბრძოლა და მცდელობა მომბეზრდა.

ავიღე სიგიჟის სულ ბოლო აკორდი,
ახლა მე შეშლილთა, მოვდივარ მანტიით.
ნათელი გონებით ლოცვასაც ვამბობდი
და ახლა მგონია რომ უკვე გავგიჟდი.

სული შევალეწე მთრთოლვარე კლავიშებს,
დავიწყე ცხოვრების წინაშე ამბოხი
და რადგან ეს ბრძოლა ზეცამდე ამიშვებს,
ავიღე სიგიჟის სულ ბოლო აკორდი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1208 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი, შემოქმედება, ლექსები, პოეზია, leqsebi, ხელოვნება, xelovneba, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0