Загрузка...
მელანო ზუკაკიშვილი - ტანგო / melano zukakishvili - tango - 25 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:44 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 25 » მელანო ზუკაკიშვილი - ტანგო / melano zukakishvili - tango


5:28 PM
მელანო ზუკაკიშვილი - ტანგო / melano zukakishvili - tango
ერთხელ უსათუოდ გეცეკვები ტანგოს,
ერთხელ უსათუოდ ჩავრთავ გრძნობის წამზომს.

მერე წავალ ისე, არც ვყოფილვარ ვითომ,
წავალ ჩუმად, კრძალვით, დაგესიზმრე თითქოს.

ერთხელ უსათუოდ გეცეკვები ტანგოს,
ღმერთო, როგორ უნდა, მთვარეს მზე რომ ნახოს.

ქარი ურჩად მიჰქრის ზღვასთან პაემანზე,
შენ კი ჩემი ლექსის მუზას დაემსგავსე.

ერთხელ უსათუოდ გეცეკვები ტანგოს,
მერე წავალ ჩუმად თუნდ სინდისმა მტანჯოს.

მიგატოვებ ზღვასთან, მთვარის შუქზე მარტოს,
დაგიტოვებ ლექსს და იმ საოცარ ტანგოს.

დაგიმძიმებ ფიქრებს, გაგხვევ გრძნობის ალში,
რომ იფიქრო თითქოს აგერიე სხვაში.

თავს არ მივცემ ნებას, რომ გრძნობებმა მმართოს,
მაგრამ ერთხელ მაინც გეცეკვები ტანგოს.*


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1318 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი, შემოქმედება, ლექსები, პოეზია, leqsebi, ხელოვნება, xelovneba, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0