Загрузка...
მელანო ზუკაკიშვილი - ორმაგი ბრძოლა / melano zukakishvili - ormagi brdzola - 25 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:20 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 25 » მელანო ზუკაკიშვილი - ორმაგი ბრძოლა / melano zukakishvili - ormagi brdzola


5:22 PM
მელანო ზუკაკიშვილი - ორმაგი ბრძოლა / melano zukakishvili - ormagi brdzola
მე მივუყვები აბრეშუმის გაცრეცილ ტრამალს
და თან უკვდავი იმედების საკინძე დამაქვს.
თუმცა დამღალა დამსხვრეული წამების ცქერამ,
გულმა ვერ დათმო ნაოცნებარ დღეებზე მღერა.

ჩემში ორმაგი ქარიშხალი ჩასახლდა ვამჩნევ,
ერთი მათბობს და მეორე უგულოდ მანგრევს.
ერთი სიცოცხლის ჟინს მოუხმობს ბედნიერებად,
ხოლო მეორე ანადგურებს მეხსიერებას.

ერთი ისწრაფვის მარადიულ გამარჯვებისკენ,
ხოლო მეორე, ფიქრს სიკვდილზეც გამაბედინებს.
ერთს სურს იფრინოს მაღლა ცაში, ლამაზ დღეებად,
მეორემ სული დამითრგუნა დამანგრეველად.

ვებრძვი საკუთარ აზრთა მხუთავ ცისფერ ლიანებს,
ვებრძვი და ვიღაც ჩამძახის რომ დავაგვიანე.
ჩარჩენილი ვარ სადღაც, წარსულ დღეთა წიაღში
და გრძნობას ისევ ეუფლება ცივი წყვდიადი.

ვიბრძვი და ვგრძმობ რომ ქარიშხალი ასე ძლიერი,
მართმევს ძალას და ვიფანტები დროში უკვალოდ.
დავეძებ შველას, როგორც ლუკმას გლახა, მშიერი
და ვნატრობ სითბოს სინათლისკენ გზა გავუკვალო.

ძალა არ შემწევს დავამარცხო სულში ტკივილი,
თვალებს სასჯელად დავუწესე უხმო ტირილი.
ყველას ვუღიმი, ვიტყუები რომ ვარ კარგად და
ამ ტყუილებში ცხოვრებისთვის წამიც არ დამრჩა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1293 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი, შემოქმედება, ლექსები, პოეზია, leqsebi, ხელოვნება, xelovneba, khelovneba | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0