Загрузка...
მარი ბეროძე - მესხენეტი / mariam beroidze - meskheneti - 25 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:10 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 25 » მარი ბეროძე - მესხენეტი / mariam beroidze - meskheneti


5:46 PM
მარი ბეროძე - მესხენეტი / mariam beroidze - meskheneti
== ეძღვნება ექვსიოდე წლის ბიჭუნას,
რომელიც საოცარი მონდომებით გვიდა ტროტუარს და რომელმაც დამარწმუნა,
რომ არ უნდა გავიზარდო==

გამოწვდილია ჩემი ხელები,
როგორც მდინარე
უნაპირო,
ჯებირაყრილი.
მე ვგავარ მირაჟს
და ვარ უდაბნო,
სავსე ქვიშით,
ბედუინების ნატერფალით და
ქარებია ჩემი მხრები,
ჩემი მკლავები...

ჭორფლიან ამინდს
ვუხუჭავ თვალებს,
ვღეჭავ სიმშვიდეს და ვფიქრობ :
"სანამ მოხუც მეეზოვეს
შვილიშვილი უგროვებს ფოთლებს,
უნდა მჯეროდეს გადარჩენის.
მე ვარ უდაბნო,
ვარ მესხენეტი"
და მზე ნელნელა იღვრება ტროტუარზე.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1055 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი, შემოქმედება, ლექსები, პოეზია, leqsebi, ხელოვნება, xelovneba, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0