Загрузка...
მელანო ზუკაკიშვილი - სიტყვებსაც დუმილს მივაჩვევ / melano zukakishvili - sitkvebsac dumils mivachvev - 25 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:05 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 25 » მელანო ზუკაკიშვილი - სიტყვებსაც დუმილს მივაჩვევ / melano zukakishvili - sitkvebsac dumils mivachvev


5:25 PM
მელანო ზუკაკიშვილი - სიტყვებსაც დუმილს მივაჩვევ / melano zukakishvili - sitkvebsac dumils mivachvev
გარეთ წვიმის ხმა აბრეშუმის შრიალს წააგავს,
ფიქრებით ვწვდები ვეივერის მფლობელ ჰააგას.
ვიწრო სივრცეში ჰორიზონტი მოსჩანს იმხელა,
ნიაგარაც კი სიმორცხვისგან დენას იკლებდა.

ზღვარი არ უჩანს აზრთა წვდომის მარადისობას
და ცისარტყელამ სათნოების სხივი ისროლა.
მილენიუმი ემსგავსება წამის მეათედს,
თურმე ლურჯი ზღვაც კი გაწითლდა როცა შეაქეს.

მთრგუნავს ყოველი რაც ეხვევა ბოღმის მახეში,
მთრგუნავს სიბნელე გონების და სულის არეში.
ვამარცხებ მოკვდავთ ორაზროვან ფიქრთა სიავეს
და თითქოს აზრთა ჭვრეტისათვის კლდეზე მიმაბეს.

დაჟანგულ ჯაჭვებს უხილავი ამბოხით ვამსხვრევ,
დავდივარ, კვალში სათნოების აჩრდილი დამსდევს.
ვხედავ ყველაფერს, ვამჩნევ აზრთა მიღმა სიშმაგეს,
თუმცა ჩუმად ვარ და სიტყვებსაც დუმილს მივაჩვევ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1152 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ხელოვნება, leqsebi, პოეზია, ლექსები, შემოქმედება, ლექსი, poezia, shemoqmedeba, xelovneba, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0