Загрузка...
მარი ბეროძე - სამშობლოვ ჩემო / mariam beroidze - samshoblov chemo - 25 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:11 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 25 » მარი ბეროძე - სამშობლოვ ჩემო / mariam beroidze - samshoblov chemo


5:41 PM
მარი ბეროძე - სამშობლოვ ჩემო / mariam beroidze - samshoblov chemo
ჩემს სამშობლოს არ დასჭირვებია
მამაჩემის წითელი დიპლომი,
სიღრმისეული განათლება
და ზამთრის სიჩუმესავით მძაფრი
ადამიანურობა.
ჩემი ქვეყანა გულმკერდგამოჭმულ,
მანტიაშემოცმულ ჩუჩელად იქცა
და კიდევ უფრო მეტად არ დასჭირდება
ჩემი ფარატინა ატესტატი,
კბილებით დაცული პიროვნული
თავისუფლება
და ახლად გამომცხვარი ღირებულებები.

და როცა ზურგსუკან თვრამეტ წელს,
თვრამეტ დაბეჭდილ ვაზნას ვამწკრივებ,
მოგონილი სიჯიუტით ვახელ თვალებს
და ვიმეორებ :
"მეც თუ მეტკინა უარყოფა,
ჩემოდანში ჩავალაგე ყველა ოცნება,
სულმოუთქმელად ავუშვი დაბორკილი
ფრთები
და აღარ მოვიხედე უკან,
ვინღა შეუშვერს საკუთარ კისერს,
გოლგოთას გზაზე,
ჯვარმოკიდებულ,
ჩემს საბრალო,
დაჩრჩილულ სამშობლოს?"
და სანამ კითხვას თავადვე ვუპასუხებ,
დავყურებ მიწას და
ვცდილობ არაფერზე ვიფიქრო,
გარდა სიმშვიდისა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1146 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი, შემოქმედება, ლექსები, პოეზია, leqsebi, ხელოვნება, xelovneba, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0