Загрузка...
ლიპო ლიპარტელიანი - გერქვას ქართველი / lipo liparteliani - gerqvas qartveli - 19 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:24 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 19 » ლიპო ლიპარტელიანი - გერქვას ქართველი / lipo liparteliani - gerqvas qartveli


9:03 PM
ლიპო ლიპარტელიანი - გერქვას ქართველი / lipo liparteliani - gerqvas qartveli


გერქვას ქართველი–ეს ნიშნავს რომ გერქვას გენია,
ზურგით ატარო სიკვდილამდე მძიმე ჭაპანი,
შენ, გასაჭირში არასოდეს არ გიშველიან,
და შენთვის ყველა გამძლე ტოტზე თოკებს აბამენ...

გერქვას ქართველი–იგივეა გერქვას წყეული,
დაბადებიდან ყველაფერთან უნდა იბრძოლო,
გალავანი გაქვს ყველა მხრიდან შემონგრეული,
სწორედ ამიტომ იარაღი არ მოიშორო...

გერქვას ქართველი–ეს ნიშნავს რომ ბედნიერი ხარ,
რომ შენს სხეულშიც ტაიჭივით დაჰქრის იქორი,
სამშობლოს დამცველს თვით უფალიც უნდა გერიდოს,
ღვთისგან ნაბოძებ ამ წყევლა–მადლს ვერ მოიშორებ!

მოკვდე ქართველად–ეს სათქმედად არის იოლი,
სანამ მოკვდები,ჯერ ქართულად უნდა იცხოვრო,
უნდა შეიგრძნო შოთა,ვაჟა,გალაკტიონი,
უნდა გრცხვენოდეს პირველ რიგში სხვისი სირცხვილი.

გერქვას ქართველი–სათქმელადაც უკვე ძნელია!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1188 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, lipo liparteliani, ლექსები, პოეზია, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, ლიპო ლიპარტელიანი, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0