Загрузка...
ლიპო ლიპარტელიანი - ტვირთი-მეხსიერება / lipo liparteliani - tvirti-mekhsiereba - 19 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:14 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 19 » ლიპო ლიპარტელიანი - ტვირთი-მეხსიერება / lipo liparteliani - tvirti-mekhsiereba


9:03 PM
ლიპო ლიპარტელიანი - ტვირთი-მეხსიერება / lipo liparteliani - tvirti-mekhsiereba


მახსოვს კაცების სილუეტი ნეკერჩხლებს შორის,
თბილი ქალაქის გამყინავი,ცუდი აურა,
ეს ადგილია,სადაც სიბრძნეს–სიგიჟე სწონის,
ამ ხეივნებში ტვინდამჯდარი კაციც აურევს,

და ასე ,ერთად აურია,ერთ დროს სუყველამ,
ისე,უბრალოდ,“ომობანას „ თამაში სურდათ.
ჯაჭვის პერანგი არცერთისთვის არ შეუკერავს
მჭედელს და დრომაც დააბრუნა ზედმეტი ხურდა...

ეს იყო მაშინ,მაშ შემდეგ კი გავიდა წლები,
ის ნეკერჩხლები,ისევ თავის ადგილას დგანან,
ახლა,ყოველ დღე,მე ამ ქალაქს პირის–პირ ვხვდები
და ვერ ვივიწყებ ბავშვობაში განცდილს და ნანახს...

მახსოვს,ვეძებდით ქუჩა–ქუჩა გასროლილ ტყვიებს,
თან დედებისთვის ვაგროვებდით, მინდვრის ყვავილებს,
ჩვენ დრომ გაგვასწრო,მერე მთელი ცხოვრება ვსდიეთ
ახლაც მას მივსდევთ და სიცოცხლეც მალე გაირბენს...

კაცის სილუეტს, სხვა დალანდავს ნეკერჩხლებს შსორის,
მორჩა.(წერტილი) ამ ქალაში დასრულდა ომი!!!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1075 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, lipo liparteliani, ლექსები, პოეზია, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, ლიპო ლიპარტელიანი, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0