Загрузка...
დეკანოზი თავმას ჩოხელი - სატრფიალო / dekanozi tavmas chokhel - satrfialo - 17 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:14 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 17 » დეკანოზი თავმას ჩოხელი - სატრფიალო / dekanozi tavmas chokhel - satrfialo


12:59 PM
დეკანოზი თავმას ჩოხელი - სატრფიალო / dekanozi tavmas chokhel - satrfialo


ქალავ,მოგტაცებ დედ-მამას,
გადაგატარებ ქარებსა,
მაგ გრძელი თმებით შაგიშრობ
მაგ მოტფიალე თვალებსა.

ლეგა საღარით წაგიყვან
ჩემს საოცნებო მხარესა,
კლდეთა რიგს გადაგატარებ,
ჩანჩქერთა მოელვარეთა.

მიუვალ ციხეს აგიგებ,
არ დავუტოვებ კარებსა,
მაგ შენი ნაწნავთ ჩრდილშია,
დაიმალვოდა მთვარეცა.

ვაჟო,ეგ შენი ქადილი,
ავდარს ვერ გაადარებდა,
ეს ჩემი გული ტიალი
შენ გულსამც გაახარებდა.

ციდან ეწვიმა ყოილსა,
მთიდან ექროლათ ქარებსა,
ნაკადულებსაც ემღერათ,
შმაგებსა,ბობოქარებსა.

ეფრინათ ბექის მერცხლებსა,
მთის ნიავივით ჩქარებსა,
ცხოვრება გვირგვინს დაგვადგამს,
საწუთრო გაგვახარებსა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1199 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0