Загрузка...
დარეჯან კვანჭიანი - განწყობა / darejan kvanchiani - gantskoba - 17 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-11-22, 1:29 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 17 » დარეჯან კვანჭიანი - განწყობა / darejan kvanchiani - gantskoba


1:14 PM
დარეჯან კვანჭიანი - განწყობა / darejan kvanchiani - gantskoba


...და სული ღრუბლებში,
ტერფები მიწაზე
დახეთქილ-დამზრალი...
და ფიქრი უხეში:
რისთვისაც ვეწამე-
უღირსი, წამხდარი.
სისხლში გაფოთლილი
სტიგმები ლაქებად,
სხეული დამცხრალი...
და მზე არყოფილი
მზერას ელანდება-
სმარაგდის საყდარიც.
ბაგე დაშაშრული,
სიტყვები რიოში,
და უნდო საზღვარი,
და საიქიოშიც
დარდიც გაბასრული,
შროშანიც დამჭკნარი...
ზეცა დახეული,
ცრიატი ამინდი,
იმედი - ნაცარი...
ტვინში ჩახვეული:
„ჯვარს ეცვი, თუ გინდა,
საშველი არ არის.“


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1463 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0