Загрузка...
მამა პეტრე (კვარაცხელია) - გოლგოთის მისტერია / mama petre (kvarackhelia) - golgotis misteria - 17 სექტემბერში 2014 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 10:55 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » სექტემბერი » 17 » მამა პეტრე (კვარაცხელია) - გოლგოთის მისტერია / mama petre (kvarackhelia) - golgotis misteria


1:01 PM
მამა პეტრე (კვარაცხელია) - გოლგოთის მისტერია / mama petre (kvarackhelia) - golgotis misteria


მზე შემოდგომის სევდის ლექსია,
და გულში სიტყვა მორცხვად ფართქალებს
და გოლგოთაზე მიდის მესია,
და ეკლის გვირგვინს რწმენით ატარებს.
ასე იქნება მთელი ზამთარი,
ცა მოღუშული და ღამე გრძელი
და ფიქრი ჩემი ცრემლის საყდარი
და შორი მზერა,თვალები ცხელი.
თუ სინანულის გრძნობა დიდია,
ეს გადარჩენის ერთი პირობა,
ცაზე მოხუცი მთვარე კიდია,
ჩემი წარსულის დიდი გმირობა.
ჩემი ბავშვობაც ლურჯი ლექსია
და მზე სიცოცხლეს ისევ ანათებს,
ჯვარზე გააკრეს წუხელ მესია,
სისხლი ეტყობა ტანჯვის აღმართებს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1258 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0